მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი დავით ქაცარავა, უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველის შესახებ წერს. იგი ოკუპანტებთან შეტაკებების ფაქტებს იხსენებს.

„გუშინ ირპენში, ორკებთან შეტაკების შემდეგ, სადაც საერთაშორისო ლეგიონის ქვედანაყოფმა 3 ბმდ და შესაბამისი ცოცხალი ძალა გაანადგურა, ოპერაციიდან გამოსვლისას, ნაღმტყორნების ცეცხლის შედეგად ჩვენი ძმები, უმამაცესი ქართველი მეომრები, დავით რატიანი და გია ბერუაშვილი დაიღუპნენ.

დაახლოებით 6 საათი სამი ჯგუფი ვეძებდით მათ ტყეში… ვიპოვეთ.

ორივე ვაჟკაცი გამოყვანილია. მალე გადმოვასვენებთ საქართველოში და ღირსეულად მივაბარებთ მშობლიურ მიწას. დავით! ბერო! ამ ომს ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ! გპირდებით!

ოდესმე შევხვდებით და ბევრ რამეს მოგიყვებით! მიყვარხართ, ძმებო… დროებით…”, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს ორი ქართველი დაიღუპა. სამოქალაქო აქტივისტები დღეს 15:00 საათზე, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას საქართველოს 6 ქალაქში პატივს მიაგებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here