უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა ქალაქ ირპენში ძლიერი შეტაკებების დროს მოხდა.
გარდაცვლილის ცხედარი ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. ტრაგედიის ოჯახს მომხდარზე ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ მისი ვინაობა არ სახელდება.
შეგახსენებთ, უკრაინაში უკვე 4 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული. მანამდე ქალაქ ირპენთან ბრძოლისას დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ხოლო ქალაქ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავა.
დავით რატიანს და გია ბერიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.