საფრანგეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული ქართველები ბოლო ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ 12 სახლის ძარცვაზეა არიან პასუხისმგებელი.

ჟანდარმერიამ დაკავებულთა ჩხრეკისას 8 ათასი ევროს ღირებულების ნაძარცვი ნივთები ამოიღო. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ბრალდებულებმა სახლები მაშინ გაქურდეს, როდესაც მეპატრონეები სადღესასწაულო შვებულებებში იმყოფებოდნენ.

ქართველები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. სასამართლო 11 მარტს არის ჩანიშნული