იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს აქვს ორჯერადი აცრა გაკეთებული, შემდეგ ბუსტერი და მას დაემართა თუნდაც „ომიკრონი“, ბათილდება თუ არა გაკეთებული ვაქცინები – კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე პასუხობს.
„რას ბრძანებთ, რას ჰქვია ბათილდება? ბათილდება კი არა, იმუნიტეტი მატულობს ამ დროს. რა ბათილდება, რის ბათილდება”, – განაცხადა იმნაძემ გადაცემაში “ჩაი“.
ცნობისთვის, ამავე გადაცემაში ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ვირუსი შეხვდა, მანამდე გაკეთებული ყველა ვაქცინა ბათილდება და საჭიროა კიდევ სამი აცრა.