მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 423 მილიონს აჭარბებს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღემატება. სახელმწიფოების ნაწილი რეგულაციების შემსუბუქებას განაგრძობს. ბელგიაში იმ ადამიანებს, რომლებიც დისტანციურად მუშაობდნენ შეუძლიათ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ბარები და რესტორნები კი ადრე აღარ დაიკეტება.

საფრანგეთი კი მოგზაურებისთვის რეგულაციებს ამსუბუქებს. გაერთიანებული სამეფოდან შესული ტურისტები კოვიდ ტესტის წარდგენისგან თავისუფლდებიან. ტესტის წარდგენას აღარ მოსთხოვენ 12 წლამდე მოზარდებს.

რეგულაციებს ამსუბუქებენ ახალ სამხრეთ უელსშიც, სადაც შეზღუდვები ეტაპობრივად კიდევ შემსუბუქდება.

“ახალ სამხრეთ უელსში რეგულაციები მსუბუქდება. QR შემოწმება სავალდებულო მხოლოდ ღამის კლუბებში იქნება. შეზღუდვები მსუბუქდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზეც. იმ ადამიანებს კი, რომლებიც სახლიდან მუშაობდნენ, შეუძლიათ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. 25 თებერვლიდან კი პირბადეების ტარება კი ღია სივრცეებში სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება,” – აცხადებს ახალი სამხრეთ უელსის პრემიერ-მინისტრი დომინიკ პეროტეტი.