საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოქალაქეობა მიანიჭოს 12 ათას ადამიანს, ვინც მსოფლიოს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
გამოცემის ცნობით, ასეთი პირები მოქალაქეობას დაჩქარებული სქემით მიიღებენ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც რისკის ქვეშ მუშაობდნენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
“ვულოცავ ჩვენს ახალ თანამემამულეებს და მადლობას ვუხდი მათ რესპუბლიკის სახელით”, – განაცხადა საფრანგეთის მოქალაქეობის მინისტრმა, მარლენ სკიპმა.
საფრანგეთს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით 16 381-მა პირმა მიმართა, მათგან 12 012 განაცხადი დამტკიცდა.