დიდთოვლობაა საბერძნეთსა და თურქეთში – 12 საათიანმა თოვამ პრობლემები შექმნა ათენში. შეზღუდული იყო გადაადგილება, გზებზე რამდენიმე საათით დაყოვნება მოუწია 1 200-ზე მეტ ავტომობილს.
სტამბოლის აეროპორტში კი რეისების გადადების გამო ათასობით ადამიანი გამგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. რეისების ნაწილი დღეს უნდა შესრულდეს – მათ შორის არის ფრენები საქართველოს მიმართულებით.
ქვეყნის მასშტაბით, თოვლისგან გზების გაწმენდაში სამხედროებიც ჩაერთნენ. სტიქიის გამო დახურულია სკოლები და სავაჭრო ობიექტები. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.