საბერძნეთში, კუნძულ კრეტას სანაპიროსთან, ზღვაში, სატვირთო გემზე მყოფი 400-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს.
თურქეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ეს ბოლო პერიოდში ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია იყო.
ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან გადარჩენილი პირები.
სამშაბათს, თურქეთის გავლით, საბერძნეთში მსურველი მიგრანტებიდან სამი ბავშვი ზღვაში დაიხრჩო.
ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას ყოველდღიურად ათასობით მიგრანტი ცდილობს. მიგრანტების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მარშრუტი თურქეთის გავლით ევროკავშირის წევრ საბერძნეთში შესვლაა.