მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ წერილს გზავნის და კვლავ ემიგრანტებს მიმართავს:
“მინდა ხელახლა მოგმართოთ, ჩემო საყვარელო ემიგრანტებო ათასობით თქვენგანმა უკვე აიღო ბილეთი და ერთი ნაწილი უკვე საქართველოშია და ემზადება 30-ისთვის. მე ვიცი, რომ უმეტყესობას დოკუმენტები არ გაქვთ წესრიგში, არც საშუალება გაგაჩნიათ ან რამე სხვა მიზეზით ვერ მოდიხართ, მაგრამ ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, შეეხმიანეთ თქვენს ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს, აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე, დაგვიჭირონ მხარი ოპოზიციას და მეც. პირადად ჩემთვის თქვენ ძალიან დიდი იმედი ხართ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გეგმაა თქვენ დაგაბრუნოთ სახლში ღირსეული ანაზღაურებით და პირობებით. ერთად ყველაფერი გამოგვივა, სულ ცოტა დრო გვრჩება” – წერს სააკაშვილი.