ათი წლიდან ერთი წელიწადი ქვეყანა ემიგრანტებმა შეინახეს. ეს იმდენად მტკივნეული და რთული მორალურ-ეკონომიკური საკითხია, რომ ამაზე აგდებულად და აქ დარჩენილებზე დაყვედრებით საუბარი ძალიან ცუდია – წერს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
“რატომღაც მოდურად იქცა უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეების აქ დარჩენილი ოჯახების ლანძღვა-ისინი იქ წვალობენ, ესენი აქ ერთობიანო, მანქანებს ყიდულობენო. შეიძლება ცალკეული მსგავსი შემთხვევები მართლაც იყოს, მაგრამ მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქის მიერ გადმორიცხული ფულით უდგას სული ხალხს და ცალკეულ ოჯახზე გადაანგარიშებული ეს არც თუ იმდენია, რომ ფუფუნებაში აცხოვრონ ცოლ-შვილი თუ ქმარ-შვილი. რატომ გაუშვითო, საყვედურობენ. რა ექნათ მაშინ? ან მთელი ოჯახი წასულიყო? ეს ისედაც შეუძლებელია სავიზო თუ სხვა მიზეზების გამო.
მხოლოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში იმდენი ფული იყო ემიგრანტების მიერ გადმორიცხული, რაც ჩვენი ერთი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ყოლია. ათი წლიდან ერთი წელიწადი ქვეყანა ემიგრანტებმა შეინახეს. ეს იმდენად მტკივნეული და რთული მორალურ-ეკონომიკური საკითხია, რომ ამაზე აგდებულად და აქ დარჩენილებზე დაყვედრებით საუბარი ძალიან ცუდია.” – წერს რომან გოცირიძე