ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პანდემია დასასრულს უახლოვდება, ამიტომაც ქვეყანაში ის კოვიდშეზღუდვები მოიხსნა, რაც აქამდე დაწესებული იყო.

„დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება. უკვე მოვხსენით გარე სივრცეებში პირბადე. დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია. 800-ზე ნაკლებია უკვე ვინც ჰოსპიტალში მკურნალობს. ასევე სიკვდილიანობაც შემცირებულია“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here