გლდანში სავარაუდოდ მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, შემთხვევა დღეს გლდანში, 2 მიკრორაიონის №47ა კორპუსში მოხდა. იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული ადამიანი.
მაშველებს ბინაში შესაღწევად სახურავიდან ჩასვლა მოუწიათ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 10 წლამდე.