როგორია ლელა წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობა – კლინიკის პირველი კომენტარი
მომღერალ, ლელა წურწუმიას კორონავირუსი “ომიკრონის” შტამი მეორედ დაუდასტურდა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლალი ტურძელაძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობას საშუალო სიმძიმით აფასებს.
“ლელა წურწუმიას ომიკრონი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თავს ნორმალურად გრძნობს.” – აცხადებს ლალი ტურძელაძე.