იტალიაში COVID-19 ვირუსის „ომიკრონის“ შტამის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს.

კალაბრიის პროვინციის ჯანდაცვის ლაბორატორიაში აღმოჩენილი კორონავირუსის შტამის „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი სახელწოდებით „Xj“ უკვე დაამტკიცა იტალიის უმაღლესი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა (ISS).

ე.წ Xj ვარიანტი არის ომიკრონის ქვევარიანტების BA.1 და BA.2 რეკომბინაცია და, როგორც ამბობენ, იწვევს ინფექციის ზრდას.