ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული სამრევლო, ფლორენციასა და უდინეში მცხოვრები ემიგრანტების საყურადღებოდ, წირვა-ლოცვების განრიგს აქვეყნებს:

“ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლო ტაძარში, 16:00 საათზე ჩატარდება დიდი სერობა, სადაც წაკითხულ იქნება ანდრია კრიტელის დიდი სინანულის კანონი.”

ტაძრის მისამართია: Firenze, Via dei Serragli 102.

ხოლო “უდინეს წმინდა ნიკოლოზის სამრევლო ტაძარში წირვა აღევლინება შაბათს, 12 მარტს, 10:00 საათზე. წირვის შემდეგ ჩატარდება შვიდგზის ზეთისცხების მსახურება! სამრევლოს წევრებმა შეატყობინეთ ინფორმაცია ერთმანეთს!”

ტაძრის მისამართია: Udine, Via Feriere 21.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here