სოციალურ ქსელში Centro servizi Geo House– ი ავრცელებს პოსტს სადაც განიხილავს როგორ უნდა შევამოწმოთ ანაბეჭდების დადების შემდგომ ეტაპები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს
✅ სანატორია, ბინდარობის უფლება და ამ საკითხთან დაკავშირებული ფორიაქი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად გვექცა.
დღეს ყველასათვის ალბათ საკმაოდ ნაცნობი თემა გვაქვს, მაგრამ ვინაიდან ხშირია არსწორი ინტერპრეტაცია-გავიაროთ დეტალურად თემა-როგორ უნდა შევამოწმოთ ანაბეჭდების დადების შემდგომ ჩვენი პრაქტიკის აქტუალური მდგომარეობა.
👉მაშ ასე- წარმატებით გავიარეთ ანაბეჭდების დღე პოლიციის განყოფილებაში. ყველა დოკუმენტი ჩავაბარეთ, დავდეთ ანაბეჭდი და ვართ ბინადრობის მოწმობის მოლოდინში. როგორ ვამოწმებთ ონლაინ სისტემაში ამ ყველაფერს?
1. შევდივართ საიტზე 🖥📱
poliziadistato.it/
გრაფაში “პრაქტიკის ნომერი ” ვუთითებთ ფოსტის განყოფილების მიერ გაცემულ ე. წ რიჩევუტის პასვორდის ნომერს და ამის შემდგომ ვნახულობთ შედეგს.
არსებობს სამი ვარიანტი
1. როცა ბინადრობის მოწმობა მზადაა, საიტი გვიწერს რომ გასატანადაა მზად სიმბოლოდ გამოყენებულია მწვანე ღილაკი ✅
2. როცა ბინადრობის მოწმობა დამზადების ან განხილვის პროცესშია-საიტი გვიწერს რომ დამზადების პროცესშია და გამოყენებულია სტაფილოსფერი სიმბოლო
3. ძებნის შემდგომ გამოდის წითელი სიმბოლო ❌ და პრაქტიკა არ იძებნება სისტემაში.
✅პირველი და ამეორე ვარიანტი მარტივად გასაგებია და არ განვავრცობთ, რაც შეეხება მესამე ვარიანტს, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ახალ მღელვარების თემად იქცა , გვინდა გიტხრათ, რომ წითელი სიმბოლო და საძიებელში ვერ მოძიება, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ თქვენს ბინადრობის მოწმობას პრობლემა აქვს. პოლიციის საემიგრაციო განყოფილებები მუშაობენ ძალიან დაძაბულ რეჟიმში, საქმე შრომატევადია. ყველაფრის ატვირთვა ხდება ონლაინ პლატფორმაზე , რომელიც არ გამორიცხავს შეცდომას, თუნდაც მექანიკურს, სისტემურ ხარვეზს,და მსგავსი სახის ლაფსუსებს. ამიტომ ონლაინში ბინადრობის მოწმობის შემოწმების შედეგი ხანდახან აცდენილია რეალურ სურათს. არის შემთხვევები, როცა საბუთის გამზადება დასრულებულია, მაგრამ საიტზე არ ხდება მისი მწვანე სიმბოლოთი აღნიშვნა.
გამზადებული ბინადრობის მოწმობის შესახებ იგზავნება ასევე სმს გატანის თარიღის მითითებით, თუმცა არ გამორიცხოთ ისიც, რომ ვერ მოხერხდა თქვენი ნომრის სწორად დაფიქსირება და სმსმ არ მიუვიდა ადრესატს.
მოკლედ ანაბეჭდების დადებიდან 30 სამუშაო დღის შემდგომ, ( დიდ რეგიონებში უფრო მეტი დრო სჭირდება ამ საკითხს) თუკი ვერ ხერხდება თქვენი საბუთის ონლაინ ვიზულიზაცია- მიაკითხეთ პოლიციის საემიგრაციო განყოფილებებს , სადაც ან გამზადებული საბუთი დაგხვდებათ, ან დეტალური ინფორმაცია.