ვერძი
ზედმეტმა თავდაჯერებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ამ დღეს ყველა საქმეში სიფრთხილე და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ საბოლოო შედეგი მხოლოდ თავის კონტროლის უნარზეა დამოკიდებული. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის. გირჩევთ, საღამოს მთელი ოჯახით ბუნებაში დაისვენოთ.

კურო
მშვიდი დღეა. ოჯახის წევრებს შორის გულწრფელი საუბარი ნდობას აღადგენს. სამსახურში შეიძლება სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. სასურველია, რომ საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

ტყუპები
ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. ბიზნესმენი ტყუპები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. ახალი იდეა დამატებითი შემოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი
ამ დღეს შეგიძლიათ, წარმატების იმედი გქონდეთ – პლანეტების კეთილგანწყობა თქვენს მხარესაა. ფინანსური შემოსავალი გელით – ეცადეთ ფული სწორი მიმართულებით და გონივრულად გაანაწილოთ. თუ თავშეკავებას გამოიჩენთ და არ აჩქარდებით, ჩანაფიქრის განხორციელება გაგიადვილდებათ. გირჩევთ უფროსთან ურთიერთობის დროს მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ.

ლომი
მშობლებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით – შეთანხმებას ვერ მიაღწევთ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. სიყვარულში იმედგაცრუების გადატანა გაგიჭირდებათ, თუმცა მალე ახალი გატაცება ძველს დაგავიწყებთ.

ქალწული
ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. საღამოს სასიამოვნო პაემანი გელოდებათ. ხელსაყრელი დროა სამსახურში აქტიურობისთვის. სავარაუდოდ, კოლეგებს და ხელმძღვანელებს თქვენი ახალი იდეები მოეწონებათ.

სასწორი
ხელსაყრელი დღეა აქტიურობისა და თამამი იდეების განხორციელებისთვის. მთელ დღეს უხასიათოდ იქნებით სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. გახსოვდეთ, რომ ვინც შორეულ სირთულეებზე არ ფიქრობს, ახლო უსიამოვნებები ელოდება. მოერიდეთ გადაღლას და ეცადეთ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ

მორიელი
არახელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. გირჩევთ მიმდინარე საქმეების დასრულებამდე ახალი პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავოთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ თავიდან საყვარელ ადამიანთან მცირე კამათი დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს, რაც თქვენს ურთიერთობას უკიდურესად დაძაბავს. სამსახურში დაგვიანება შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ, ამიტომ გირჩევთ, საიმედო მაღვიძარა შეიძინოთ.

თხის რქა
არახელსაყრელი დღეა კოლექტიური საქმიანობისა თუ ერთობლივი ღონისძიებებისთვის. გაუფრთხილდით საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას.

მერწყული
ხელსაყრელი დღეა მივლინებისა და მოლაპარაკებებისთვის. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას – ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და მერე ვეღარაფერს შეცვლით. დაბრკოლებების მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რაც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თევზები
პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. შესაძლოა, ამ დღეს პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემის გადაჭრა შეძლოთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოსავალი, რომელიც მთლიანად მშობლების ან შვილების საჭიროებებზე დაგეხარჯებათ.