სოციალურ ქსელში Centro servizi Geo House -ი ავრცელებს პოსტს იმის თაობაზე თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი იტალიის მოქალაქეობის მისაღებად, emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს.
✅მოქალაქეობისათვის საჭირო “საჭირბოროტო” რეკვიზიტები , ორი შემთხვევა:
👉მოთხოვნა შეგვიძლია წარვადგინოთ თუ ვიმყოფებით იტალიიის მოქალაქესთან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია 2 წელი. (ერთად ცხოვრების რეგისტრცია აუცილებელია, ანუ certificato stato di famiglia ში უნდა იკითხებოდეს ორივე მეუღლე.
👉 ან პირველი ჩაწერის რეგისტრაციიდან ( ყურადღება–არა პირველი ბინადრობის მოწმობიდან ) 10 წლის შემდეგ–შესაბამისად ბოლო სამი წლის წლიური შემოსავლით.
სასურველია თარიღის გადამოწმება მოხდეს certificato storico di residenza ზე დაყრდნობით.
👉 დაბადების მოწმობა და ნასამართელობის მოწმობა უნდა იყოს აუცილებლად ნათარგმნი, აპოსტილირებული და ლეგალიზებული კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოში. (Centro servizi Geo House წარმომადგენელი საქართველოში Geohouse Georgia დაგეხმარებათ ამ დოკუმენტაციის წარმოებაში )
👉 ნასამართლეობის მოწმობას აქვს ვალიდურობა მხოლოდ ექვსი თვე ანუ მოთხოვნის წარდგენისას უნდა იყოს ვალიდური.
👉 ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიცატი B1 სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, ვისააც არ აქვს გრძელვადიანი ბინადრობის მოწმობა CARTA UE Centro servizi Geo House საემიგრაციო განყოფილება მზადაა გაგიწიოთ შესაბამისი დახმარება– კონსულტაცია