იტალია მზად არის მარიუპოლის დაბომბილი თეატრი აღადგინოს. ამის შესახებ „ტვიტერზე“ იტალიის კულტურის მინისტრი წერს:
„მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ჩემი წინადადება – უკრაინას შესთავაზოს რესურსები და საშუალებები მისი აღდგენისთვის, რაც შეიძლება მალე.
ყველა ქვეყნის თეატრები ეკუთვნის მთელ კაცობრიობას, მსოფლიო მემკვიდრეობას“, – წერს იტალიის კულტურის მინისტრი.