შეწყდეს პოლიტიკური დევნა საქართველოში და დაუყონებლივ გათავისუფლდეს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი პატიმრობიდან, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერ წუთს დამძიმდეს – კალიფორნიაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ მოთხოვნით სან ფრანცისკოს ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართეს. ქართველი ემიგრანტები შეუერთდნენ პეტიციას და თბილისში გამართულ მრავალათასიან აქციას სოლიდარობა გამოუცხადა.

ემიგრანტები ვაპროტესტებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას. გაზრდილ კრიმინალურ ვითარებას, კორუფციას და არასამართლიან საარჩევნო გარემოს. მოვითხოვთ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა-შევიწროება და მოქალაქეებს შორის ზიზღის გაღვივება, დაპირისპირება. მიხეილ სააკაშვილი არის დღეს პუტინის პირადი პატიმარი“- განაცხადეს ემიგრანტებმა აქციაზე.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან ქართველი ემიგრანტები მუდმივად მართავენ აქციებს როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ისე აშშ-ში. წერს მთავარი არხი