24 ოქტომბრიდან ინგლისი უცხოელი ტურისტებისთვის, ძვირადღირებული პი-სი-არ ტესტების ნაცვლად, ჩამოსვლამდე ანტიგენზე სწრაფი ტესტის უფლებას მისცემს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ეს ეხება ტურისტებსა და 18 წლამდე პირებს, რომლებიც “წითელი სიის” ქვეყნებიდან არ არიან.
”ძვირადღირებული, სავალდებულო PCR-ტესტირების ამოღება ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიას და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს საერთაშორისო მოგზაურობის ნორმალიზებაში,” – განაცხადა ტრანსპორტის სახელმწიფო მდივანმა, გრანტ შაფსმა განცხადებაში.
ამავდროულად, თუ სწრაფი ტესტი დადებით შედეგს აჩვენებს, მთავრობა ტურისტს გადასცემს PCR-ტესტს ჩაუტარებს.