არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი პროფესიონალები შედიან, მე-20 საუკუნის იტალიური მოდერნისტული შენობის აღდგენის პროექტისთვის, საერთაშორისო კონკურსზე Hangar Ticinum განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი გახდა.

მილანური შემოქმედებითი ცენტრის TerraViva-ს კონკურსი Hangar Ticinum ეძღვნებოდა მიტოვებული იტალიური ჰიდროაეროდრომის საზოგადოებრივ ცენტრად გადაქცევას ქალაქ პავიას მოსახლეობისთვის.

კონკურსი ყურადღებას ამახვილებს სოციალურ და კულტურულ ასპექტებზე და ახალისებს დიზაინერებს იმუშაონ პროექტებზე, რომლებიც ყოველდღიურად გამოიყენება და ასევე გახსნილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა თაობებისთვის და ასევე მთელი ადგილობრივი საზოგადოებისთვის.


ქართველ 3D-მხატვრებს და ურბანისტებს ელენე მაჩაიძეს, გიორგი მაისურაძეს, მარიამ შაიშმელაშვილს, სალომე გუგუნავას, ნოდარ კვანჭიანს, ირინა მასხულიას და ირაკლი შუბაშიკელს, რომლებიც ჯგუფის შემადგენლობაში თურქ და მაკედონიელ კოლეგებთან ერთად იყვნენ, კონკურსზე განსაკუთრებულად აღნიშვნის პატივი ერგოთ.

გუნდი თავის პროექტში შეეცადა შეენარჩუნებინა როგორც ისტორიული მოდერნისტული შენობის არსებული ფასეულობები, ასევე მისთვის მიეცა გამორჩეული ხიბლი.