ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო ახალი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, განაცხადა უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების გამო შეზღუდვები პირველად 2020 წლის მარტში დაწესდა, მაშინ „კომენდანტის საათი“ამოქმედდა, რომელიც იმავე წლის ზაფხულში გაუქმდა.

„ამ მომენტისთვის დამატებითი შეზღუდვები არ წესდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 15.762-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.075.154-ს მიაღწია.
სულ გამოჯანმრთელდა 972.745 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.