თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე გვიან ღამით ქალი მოკლეს. ამავე ქუჩაზე მცხოვრებლების ინფორმაციით, მას რამდენჯერმე ესროლეს.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ კინოლოგები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.