სოციალურ ქსელში იურიდიული კონსულტაცია ემიგრანტებისთვის __ Associazione “Tutto Insieme Georgia” აქვეყნებს პოსტს აზილოს თაობაზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს უცვლელად:
ემიგრანტები ხშირად წერენ და ურჩევენ ერთმანეთს, რომ აზილოს მოთხოვნა შესაძლებელია უფასოდ და ამისთვის ნუ გაიღებენ ადვოკატის ხარჯებს.
გეთანხმებით, აზილოს დაწყება შეგიძლიათ დამოუკიდებლად და სრულიად უფასოდ, მაგრამ მოდით, ჯერ განვიხილოთ, რას ნიშნავს აზილო და შემდეგ მოვახდინოთ მისი რეალური შეფასება.
__ რას ნიშნავს აზილო?
__ აზილო, იგივე თავშესაფრის უფლება უძველესი იურიდიული ცნებაა, რომლის თანახმადაც, პირი, რომელსაც დევნიან თავის წარმოშობის ქვეყანაში, შეიძლება დაიცვას სხვა სუვერენულმა სახელმწიფომ, უცხო ქვეყანამ.
__ ვის აქვს აზილოს მოთხოვნის უფლება?
__ იტალიის კონსტიტუციის – (მუხლი მე-10/ პუნქტი მე-3) თანახმად, უცხოელს, რომელსაც თავის ქვეყანაში ეკრძალება იტალიის კონსტიტუციით გათვალისწინებული დემოკრატიული თავისუფლებების განხორციელება, აქვს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება რესპუბლიკის ტერიტორიაზე დადგენილი პირობების მიხედვით.
__ ფასიანია ეს დოკუმენტი? როგორ დავიწყოთ მისი გაკეთება?
__ აზილო შეგიძლიათ დაიწყოთ აბსოლუტურად უფასოდ. თავდაპირველად გესაჭიროებათ მხოლოდ საცხოვრებლის მისამართი “ospitalità”, მიდიხართ ადგილობრივ კუესტურაში და ითხოვთ თავშესაფარს.
კუესტურა გინიშნავთ ვიზიტებს ანაბეჭდების ასაღებად და ანკეტის შესავსებად. ანკეტის შევსებისას თან უნდა იქონიოთ ორი ფოტოსურათი და 16€-ს ღირებულების “marca da bollo” .
__ შემდეგ რა ხდება?
__ კუესტურის ბოლო ვიზიტიდან უახლოეს პერიოდში იღებთ დროებით პერმესოს 6 თვიდან 10 თვის ვადის ფარგლებში. პერმესოს ვადის გასვლის შემდეგ კვლავ იგივე პროცედურებით ანახლებთ მას. განახლებები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოგიწევთ კომისია.
__ რას ნიშნავს კომისია?
__ საერთაშორისო დაცვის აღიარების ტერიტორიული კომისია, რომელიც შექმნილია პრეფექტურაში – მთავრობის ტერიტორიულ ოფისში, არის კომპეტენტური ორგანო, რომელიც განიხილავს საერთაშორისო დაცვის განცხადებებს განმცხადებლის პირადი წარდგენით. განმცხადებელმა ასევე უნდა წარადგინოს რიგი დამადასტურებელი დოკუმენტები მისივე მოტივაციის გასამყარებლად.
__ რა ხდება კომისიის გავლის შემდეგ?
__ გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის შესახებ, როგორც წესი, მიიღება თავშესაფრის მაძიებლის მოსმენის შემდეგ, რაც ჩვეულებრივ ხდება კომისიის მხოლოდ ერთი წევრის – (გამომძიებელი) თანდასწრებით, რომელსაც თარჯიმანი ეხმარება.
მოსმენის შემდეგ, ინიშნება ცალკე კომისია, რომელიც შედგება პრეზიდენტის, ორი გამომძიებლისა და UNHCR-ის ( UNHCR – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა) მიერ დანიშნული წევრის მიერ. აღნიშნული კომისია განიხილავს საკითხს და ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას აღიაროს ლტოლვილის სტატუსი, ან უარყოს განცხადება გამოძიების ბოლოს.
__ რა ხდება კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში?
__ კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს მიენიჭება თავშესაფრის სტატუსის აღიარების დოკუმენტი და ის კანონიერად იცხოვრებს იტალიის ტერიტორიაზე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე.
__ რა ხდება კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში?
__ კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თავშესაფრის განმცხადებელს ეძლევა 30 დღე იმისათვის, რომ გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება და მიმართოს სასამართლოს, ხოლო 30 დღის უმოქმედოდ გასვლის შემთხვევაში, პირს შეეხება ქვეყნიდან გაძევება – (espulsione) და აეკრძალება შენგენის ქვეყნებში შემოსვლა 5 წლის მანძილზე.
__ დავიწყოთ დამოუკიდებლად აზილოს მოთხოვნა, თუ თავიდანვე მივმართოთ ადვოკატს დახმარებისთვის?
__ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, შეძლებთ თუ არა დამოუკიდებლად საქმის წარმართვას.
პ.ს. სალვინის დეკრეტის შემდეგ – ( სალვინის ბრძანებულება უსაფრთხოებისა და იმიგრაციის შესახებ – 2018 წლის 5 ოქტომბერი), საერთაშორისო თავდაცვის დებულებებში მოხდა რიგი ცვლილებები, მათ შორის ამოღებულ იქნა ჰუმანიტარული საკითხები. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თავდაცვის ახლანდელი პუნქტები უნდა ესადაგებოდეს თავდაცვის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში არსებულ ვითარებებს მოტივაციის შესაბამისად.კომისიაზე წარდგენილი მოტივაცია უცვლელად გადაეცემა სასამართლოს – (არ ექვემდებარება შეცვლას), თუმცა მოტივის დამატება შესაძლებელია.
წყარო კონსულტაცია ემიგრანტებისთვის __ Associazione “Tutto Insieme Georgia”