პოლონელმა მესაზღვრეებმა ბელარუსის საზღვარზე 48 მიგრანტი დააკავეს. ისინი ევროკავშირში უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
დაკავებულთა უმეტესობა ერაყის მოქალაქეა.
პოლონური მხარის ინფორმაციით, ბელარუსი მესაზღვრეები მიგრანტებს ევროკავშირში მოხვედრაში ეხმარებოდნენ.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.