იტალია ქუჩებში პირბადეების სავალდებულო ტარებას აწესებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კინოთეატრებში, თეატრებსა და სტადიონებზე კი რესპირატორი FFP2 იქნება საჭირო. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანსამ განაცხადა.

მანამდე იტალიის მინისტრთა საბჭომ ერთხმად მიიღო ახალი განკარგულება, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებს ამკაცრებს.

განკარგულება ელექტრონული მწვანე საშვის მოქმედების ვადის მიმდინარე ცხრა თვემდე ექვს თვემდე შემცირებას გულისხმობს.

“ახალი მონაცემები, რომელიც გამოჩნდა, გვაიძულებს შევამოკლოთ მისი ხანგრძლივობა ექვს თვემდე. ასევე ვამცირებთ მე-4 დოზის დროს, რომელიც მცირდება ოთხ თვემდე”, – თქვა მან.