ორი გარდაცვლილი და 6 დაშავებული – ანანურთან მიკროავტობუსი ხევში გადავარდა ანანურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ხევში მიკროავტობუსი გადავარდა. ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა 6 კი დაშავებულია. ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი სიჩქარით მოძრაობა სახელდება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.
ამ წუთებში ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსში მყოფი ადამიანების ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.
შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის 8 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის გათვალისწინებული ქმედება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.