იტალიის ფინანსურმა პოლიციამ დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა, რომელიც ყალბ კოვიდპასპორტებს ყიდდა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. წერს pia.ge

სამართალდამცველებმა სოციალურ ქსელებში ცხრა ყალბი პროფილი და რვა საჯარო არხი გამოავლინეს.

კოვიდპასპორტების ფასები 100 ევროდან 500 ევრომდე მერყეობდა. გარდა ამისა, ფასდაკლებას სთავაზობდნენ მათ, ვინც აცრის დამადასტურებელ რამდენიმე დოკუმენტს ყიდულობდა.

ზოგიერთ შემთხვევაში, ანგარიშსწორება კრიპტოვალუტით ხდებოდა.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყალბი კოვიდპასპორტების მომსახურებით სულ მცირე 140 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.

აცრის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების გაყიდვის მცდელობები მას შემდეგ გაიზარდა, რაც იტალიის მთავრობამ კოვიდპასპორტის მანდატი გაახანგრძლივა.