საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არჩევნებზე დაბრუნდება.

ამის შესახებ სააკაშვილმა საგანგებო ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“პირადად მე, ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში, ასევე, მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ უცხოეთში მყოფ თანამემამულეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორც შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით – წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში.

თქვენ იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც არ ცნობს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა. 

დავდივარ ყველგან მათ შორის, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან. 

ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული, აბსოლუტურად საფუძველმოკლებული. 

მაგრამ მე არც დაპატიმრების არ მეშინია. მე არ მეშინია ჩემი ბედი გადავცე ქართველ ხალხს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.