ლვოვში სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ლვოვის რეგიონის მერზე დაყრდნობით წერს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 134 ადამიანი.
ლვოვთან რუსულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს და რვა რაკეტა გაისროლეს სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე.