იტალიაში ავტობუსი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილები დროებით თავშესაფრებში გადაჰყავდა გზიდან გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით ავტობუსში 20 ზე მეტი უკრაინელი იმყოფებოდა.

იტალიური გაზეთი Il Messaggero-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. უბედური შემთხვევა დღეს დილით ფორლი-ჩეზენას პროვინციაში მოხდა. ავტობუსი პესკარასკენ მიდიოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here