იტალიის პოლიციამ 7 მიგრანტის სიკვდილში ეჭვმიტანილი ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა.

ბრალდებული ეგვიპტის მოქალაქეა, რომელმაც მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გავლით წაიყვანა, რის დროსაც 7 ადამიანი ჰიპოთერმიის შედეგად დაიღუპა.

ეჭვმიტანილს ბრალად ედება ხმელთაშუა ზღვის სახიფათო გადაკვეთის ორგანიზება ნავით, რომელზეც 287 ადამიანი იმყოფებოდა. მათი მთავარი პრობლემა გაუსაძლისი სიცივე იყო.

ქალაქ აგრიჯენტოს პოლიციამ განაცხადა, რომ 16 მეტრიან ნავზე მოგზაურობის არაადამიანური პირობები გარდაცვლილთათვის საბოლოოდ დასრულდა.

დამნაშავე 2011 წელს ეჭვმიტანილი გახლდათ ასევე ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით, 10 570 მიგრანტი შევიდა ზღვით ევროპაში, მათგან 229 დაიკარგა ან დაიღუპა. წერს! merani TV