იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი 314 ადამიანით გაიზარდა და 152 596-ს მიაღწია. ქვეყანაში COVID-19-ით კიდევ 55 662 ადამიანია ინფიცირებული, ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 12 377 098-ს შეადგენს. აქტიური კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1 მილიონ 404 ათას 122 ადამიანს შეადგენს.
იტალიაში ამ დროისთვის პირველი დოზით 132,959,829, ხოლო ორივე დოზით აცრილთა რაოდენობა 48,15,405 ადამიანს შეადგენს (12 წელზე უფროსი ასაკის აცრილი პირების წილი 88,9 პროცენტია). ამ დროისთვის დამატებით ვაქცინის 36 მილიონ 754 ათას 194 დოზაა მობილიზებული. აცხადებენ სამინისტროდან