გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
იტალიის რესპულიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში 2021 წლის 2 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, საელჩოსა და საკონსულო სამსახურში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 6 საუკეთესო აპლიკანტს, 3 შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას საკონსულო სამსახურში, ხოლო 3 – საელჩოში.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

საბუთები მიიღება მ/წლის 2 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული
ფოსტის მეშვეობით, მისამართზე (rome.emb@mfa.gov.ge).

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განცახდების გადახედვა
2. გასაუბრება ან/და წერითი გამოცდა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
• ფლობდეს იტალიურ ენას;
• იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, უპირატესობა მიენიჭებათ პოლიტიკური მეცნიერებების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს;
• კანდიდატს უნდა ჰქონდეს იტალიის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი,

რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

3. კონკურსის თემატიკა:

იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები ადგილსამოფელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზი და დაიჯესტი
საკონსულო ურთიერთობები
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: rome.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება/წერითი გამოცდა ჩატარდება შემდეგ მისამართზე: Via del Plebiscito, 102
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი და მოდალობები დამატებით
ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

სტაჟირება წარიმართება ეპიდემიოლოგიური ვითარების და იტალიაში არსებული წესების შესაბამისად!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0654450280 ან rome.emb@mfa.gov.ge

განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.pdf