იტალიაში, ბაზილიკატას რეგიონის დედაქალაქ პოტენცაში, სამართალდამცველებმა ოჯახებში არალეგალურად დასაქმებული ქალები, საემიგრაციო განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში გადაყვანის მიზეზი, მათი შრომითი ექსპლუატაცია გახლდათ. წერს exclusive TV -ი
პოტენცასა და მოლდავეთის სამართალდამცავი სტრუქტურების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად ორგანიზაცია გამოაშკარავდა, რომელსაც, იტალიაში მოლდაველი ქალები მოტყუებით ჩამოჰყავდა და არალეგალურად ამუშავებდა. არალეგალი ემიგრანტების შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული ორგანიზაციის წევრები, იტალიაში მოტყუებით ჩამოყვანილ ქალებს პასპორტებს ართმევდნენ და აიძულებდნენ დაბალ ანაზღაურებაზე, დასვენების დღეების გარეშე ემუშავათ. ქალებს ასევე აიძულებდნენ დაეძინათ იატაკზე, გაეზიარებინათ ერთი და იგივე საწოლი რამდენიმე ადამიანთან ერთად.
ორგანიზაცია, რომელიც ქალთა ტრეფიკინგს ეწეოდა, მოტყუებით ჩამოყვანილ ქალებს მოხუცების მომვლელებად და ძიძებად ამუშავებდა.
მოლდოვის და იტალიის პოლიციის გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ 5 თვის მანძილზე, უკანონო დასაქმებით დაკავებულმა ორგანიზაციამ, მოლდავეთიდან, იტალიაში არალეგალურად დასაქმების მიზნით, 16 რეისი განახორციელა. ჯამში 87 მსხვერპლი გამოვლინდა.