ჯანდაცვის უწყების განაცხადებით, საბერძნეთში არავაქცინირებულ პირებს სახელმწიფო სერვისებზე, ბანკებსა და რესტორნებზე წვდომისთვის კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.
„პანდემიის გაუარესების და ტემპერატურის დაცემის გამო, მეტი ზომებია საჭირო არავაქცინირებული ადამიანების დასაცავად. ყველა არავაქცინირებულმა მუშაკმა, ასევე, უნდა გაიაროს უარყოფითი ტესტი კვირაში ორჯერ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა თანოს პლევრისმა.
2 ნოემბერი ახალი ზომები ძალაში 6 ნოემბერს შევა. საბერძნეთში არავაქცინირებულთა უმეტესობას სჭირდება უარყოფითი ტესტის წარდგენა კვირაში ერთხელ სამუშაო ადგილზე მისასვლელად.
2 ნოემბრის მონაცემებით, საბერძნეთში კორონავირუსის 6 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში კორონავირუსის 754 451 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 16 050 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.