იტალიაში, ოთხშაბათიდან, 15 დეკემბრიდან, ამოქმედდა რეგულაცია, რომლიც თანახმად მოთხოვნა სკოლის მუშაკებისთვის, ადმინისტრაციული მოხელეებისთვის, სამართალდამცავებისთვის, სამხედრო და სამაშველო სამსახურებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ინფორმაციას dpa ავრცელებს.

ამ პროფესიების მუშაკთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღეს. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ მათთვის, ვისაც გონივრული სამედიცინო უკუჩვენება აქვს.

ვაქცინაციაზე კატეგორიული უარის გამო პირს 1000 ევრომდე ჯარიმა და ხელფასის გადაუხდელობა ემუქრება.

მედიკოსები, რომლებზეც ეს მოთხოვნა კიდევ უფრო ადრე გავრცელდა, მეორე დოზის მიღებიდან 9 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერული დოზა უნდა მიიღონ.

სააგენტო ANSA-ს ცნობით, 14 დეკემბერს მთავრობა შეთანხმდა, რომ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 31 მარტამდე გაგრძელდება.

ამჟამად იტალიაში 12 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 88%-ზე მეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო, სულ მცირე, ერთი დოზით არის აცრილი და მალე 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება.

ავეჯის სახლ “ბელმონტე”-ში სიახლეა
🛋 მივიღეთ ახალი პროდუქცია

❗❗შეიძინეთ დღესვე და ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებით
👉 რატომ ჩვენ?
♻️ მისაღები ფასები
♻️ თურქული მაღალი ხარისხის წარმოება
♻️ ქარხნული გარანტია
♻️ განვადებით შესყიდვის შესაძლებლობა