ანტალიაში, გაზიფაშას რაიონში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიწისძვრა ანტალიაში ადგილობრივი დროით 06:57 საათზე, გაზიფაშას რაიონის სანაპიროსთან 3.32 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.