გუშინ აეროპორტში თქვენგან მიტოვებულ ხალხს მივაკითხე. ძმაკაცმა ნახა ეს ხალხი. ადგილი არ ჰქონდა მანქანაში, დამირეკა და წამოვიყვანე სასტუმროში. ამათი თვალები არ დამავიწყდება, უცხო მიწაზე უიმედოდ დარჩენილებს საწოლში დაწოლის საშუალება რომ მივეცი. ხალხს მოექეცით ადამიანურად, თქვე არარაობებო. სუფრასთან რომ ბაქიბუქობთ მაღალფარდოვანი სიტყვებით და საქციელი გაქვთ არაკაცური, ნუთუ არ გცხვენიათ, ააა?“ – წერს ლაშა ხობუა.