იტალიაში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. იტალიური პრესა დაკავებულს და მის თანამზრახველს „აკრობატებად“ მოიხსენიებს.
მოიწონეთ ჩვენი გვერდი
სან ბასილიოს პოლიციის აგენტებმა 30 წლის მამაკაცი იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ სარემონტო ხარაჩოზე გადაადგილდებოდა.
მიმალვა მოახერხა დაკავებულის თანამზრახველმა, რომელიც სავარაუდოდ ასევე ქართველია. დაკავებული იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა