იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამით – „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია პირი, რომელიც მანამდე მოზამბიკში იმყოფებოდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ იტალიის ჯანდაცვის უმაღლეს ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში.
კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პარასკევს დახურეს საზღვრები მოგზაურთათვის აფრიკის სამხრეთ რეგიონის შვიდი ქვეყნიდან. ესენია ბოტსვანა, ესვატინი, ლესოტო, მოზამბიკი, ნამიბია, სამხრეთ აფრიკა და ზიმბაბვე.