ცოტახნის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქში, მაია მაისურაძემ გამოაქვეყნა პოსტი GGreen Pass -ის თაობაზე სადაც იგი წერს, რომ მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან წესები იცვლება. emigrantebi.ge -ი უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს
Green Pass: ახალი წესები 2022 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 7 იანვრის დადგენილებით, 2022 წლის 1 თებერვლიდან სამშაბათიდან, საჭირო იქნება გქონდეთ Green Pass BASE. რაც ნიშნავს რომ, ტესტი აღებული გაქვთ 48 საათის განმავლობაში, ან მოლეკულური 72 საათის განმავლობაში.
მწვანე საშვი საჭირო იქნება საჯარო დაწესებულებები – საფოსტო, საბანკო და საფინანსო მომსახურება, პოლიცია, საემიგრაციო საქმიანობა, კომერციული საქმიანობა. თუკი გაქვთ საემიგრაციო სამსახურიდან რომელიმე საბუთი გამოსატანი ან დასატოვი მისაღებში უნდა წარადგინოთ მწვანე საშვი.
Green pass არ იქნება საჭირო ისეთ ადგილებში წარსადგენად როგორიც არის სასურსათო მაღაზიები, სუპერმარკეტები, გაყინული საკვების საცალო მაღაზიები, აფთიაქები, პარააფთიაქები… და ასე შემდეგ.
წყარო ქართველები იტალიაში