0ევროვიზიის 66-ე მუსიკალურ კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს. ფინალი 2022 წლის 14 მაისს იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს დახურულ არენაზე „პალაოლიმპიკოზე“ გაიმართება, ნახევარფინალები კი 10 და 12 მაისს ჩატარდება.

იტალიამ 2022 წელს მუსიკალური კონკურსის მასპინძლობის უფლება მიმდინარე წლის ევროვიზიაზე კონკურსის გამარჯვებით მოიპოვა.

ცნობისთვის, მანამდე იტალიამ ევროვიზიის კონკურსს 1965 და 1991 წლებშიც უმასპინძლა.

2021 წელს საქართველო ევროვიზიაზე თორნიკე ყიფიანმა წარადგინა. სამწუხაროდ მომღერალმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო. ვინ გამოვა საქართველოს სახელით 2022 წლის ევროვიზიაზე, ამ ეტაპზე უცნობია.