იტალია შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, სადაც ინდოეთიდან შესვლაზე შეზღუდვები წესდება. კერძოდ, როგორც იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერენზამ განაცხადა, იტალიაში შესვლა ეკრძალება ყველა უცხოელს, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
რაც შეეხება იტალიის მოქალაქეებს, სამშობლოში ინდოეთიდან დაბრუნებისას, მათ კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ და კარანტინი გაიარონ.
მანამდე, ანალოგიური შეზღუდვები დააწესა გერმანიამ.
ინდოეთში ბოლო ოთხი დღეა კორონავირუსის ინფიცირების რეკორდული ზრდაა. ამასთან, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის „ორმაგი მუტანტი“ ვარიანტია გავრცელებული.
„ჩვენი მეცნიერები მუშაობენ ინდოეთის ახალი ვარიანტის შესწავლაზე“, – განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა.