ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4548 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4534 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0014 პუნქტით გაუფასურდა.
1 ევროს შეძენა 4.1727 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.1765 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0038 პუნქტით გამყარდა.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 27 აპრილს, დაადგინა, ხვალიდან, 28 აპრილიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.
ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4520 ლარად ივაჭრება.