სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იტალიაში ქართველი ემიგრანტის გარდაიცვალების თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საუბარი იყო, თითქოს ქალმა თავი მოიკლა, იმ სახლის გადმოხტა, სადაც მომვლელად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა: ნინო ბაშარული უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში თეონა ბოტკოველი პოსტს ავრცელებს და წერს, რომ;
„მეგობრებო, ჩემო ემიგრანტებო, სამწუხაროდ, დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს საემიგრაციო ჯგუფებმა ფლორენციაში გარდაცვლილი ემიგრანტის ნინო ბაშარულის შესახებ, რომელსაც მე პირადად ვიცნობდი ჩემი ჯგუფიდან. გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ მას თავი არ მოუკლავს, ოჯახი სადაც მუშაობდა ნინო, პოლიცია და ჩვენი საელჩო ადასტურებენ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, მას ფეხი აუცურდა სველ ფილაზე და გადმოვარდა მერვე სართულიდან. გთხოვთ გაავრცელოთ სწორი ინფორმაცია და ყველგან, სადაც ნახავთ პოსტს მის თვითმკვლელობაზე, მოსთხოვოთ პოსტის ავტორს, წაშალოს და მის მეგობრებს მოგვცენ საშუალება ვილოცოთ მისი სულისთვის. ვწუხვარ და ვიზიარებ ოჯახის,მეგობრების ამ დიდ ტრაგედიას, უფალმა ნათელში ამყოფოს ნინო შენი ლამაზი სული“.
გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი