ჯგუფში „ვეძებ“ ცოტა ხნის წინ ემოციური წელი გამოქვეყნდა. 23 წლის ბიჭმა სწორედ დღეს გაიგო, რომ ბიოლოგიურმა დედამ ახალშობილი გაყიდა. ემიგრანტები.ge ახალგაზრდის ემოციურ წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„დედაჩემო, შენი შვილი, რომელიც გროშებად გაყიდე, ძალიან მალე 23 წლის ხდება. დღეს გავიგე შენს შესახებ. მხოლოდ ერთს გკითხავ, ჩემში ფული როგორ აიღე?! უბრალოდ მოგეშორებინე, ნაგავსაყრელზე დაგეტოვებინე, სადმე ჩაგებარებინე, თუნდაც სულ უსასყიდლოდ გაგეშვილებინე, მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს, 23 წლის თავმოყვარე ბიჭს, რომელსაც ცხოვრება დღეს ამოუტრიალდა…

დედაჩემო, ფულზე როგორ გამყიდე და იმ ფულით ჩემ და – ძმებს საჭმელი როგორ უყიდე?! არც მძულხარ, არც მეზიზღები, არაფერს განვიცდი შენს მიმართ. არც ვიცი ვინ ხარ და არც მაინტერესებს ჩემში ფული როგორ აიღე?!“ წერს ახალგაზრდა.