იტალიაში, კერძოდ ტოსკანას რეგიონში, დღის წესრიგში აქტიურად დადგა კოვიდ ვაქცინით აუცრელი „ბადანტეების“ საკითხი. ჯანდაცვის რეგიონალური უწყება უკვე აქტიურად მუშაობს პრობლემის სწრაფად გადაჭრის საკითხზე. სპეციალურად „ბადანტეებისთვის“ ე.წ. ღია კარის დღეების მოწყობა იგეგმება, სადაც ოჯახებში დასაქმებულ პერსონალს, წინასწარ რეგისტრაციის გარეშე შეეძლება ვაქცინის მიღება.
ტოსკანას რეგიონის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, სიმონე ბეძინის განცხადებით: „მთავარია მოხუცების ჯანმრთელობა. თუ ის ადამიანები, ვინც მათ უვლიან არ იცრებიან, საკმარისი არ არის მათი ჯარიმებით „შეშინება“, რაც ტექნიკური თვალსაზრისით, რთულად გასაკონტროლებელი და უფრო რთულად განსახორციელებელია.
მოხუცები და მათი ოჯახები, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ისინი ვალდებულნი არიან გააკონტროლონ იმ ადამიანების Green pass-ი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებად იქცევიან ხოლმე. ჩვენ მათ ვავალდებულებთ ეს ადამიანები სამსახურიდან გაუშვან და სხვა, უცხო ადამიანი მოიყვანონ, რომელთანაც მოხუცს … სტატიის სრულად გასაცნობად დააჭირეთ აქ