იტალიის მთავრობა ხვალ, 2 თებერვალს სხდომაზე განიხილავს საკითხს ე. წ. მწვანე სერტიფიკატების მოქმედების ვადის ცვლილების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა მედიამ პირველ თებერვალს გაავრცელა.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სამი დოზით აცრილებისთვის „მწვანე სერტიფიკატები“ უვადო გახდება, ყოველ შემთხვევაში მოქმედი იქნება მანამ, სანამ ევროპის წამლის სააგენტო – EMA და იტალიის წამლის რეგულირების სააგენტო – AIFA არ მიიღებენ გადაწყვეტილებას მეოთხე დოზით სავალდებულო აცრის თაობაზე.

ამასთან, იტალიის მთავრობამ გასული ორშაბათის სხდომაზე გადაწყვიტა, რომ პირველი თებერვლიდან კიდევ 10 დღით გახანგრძლივდება ღია საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარების ვალდებულება და ისევ აკრძალული იქნება დისკოთეკების და სხვა მსგავსი გასართობი დაწესებულებების მუშაობა.

ორშაბათსვე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პიერპაოლო სილერიმ განაცხადა, რომ….თუ გსურთ სტატიას სრულიად გაეცნოთ დააჭირეთ აქ